თავში

ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

​ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტების სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. დამონტაჟებულია გარე განათებაც. რწმუნებულის ცნობით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system