თავში

ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვებისთვის შთამბეჭდავ ადგილთა შორის ბათუმიცაა

ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვებისთვის შთამბ
ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვებისთვის შთამბეჭდავ ადგილთა შორის ბათუმიცაა

აჭარა ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში. ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს. მათი ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე ათასობით ფრინველი მიგრირებს „ბათუმის ძაბრით“, რომლის სიგანე დაახლოებით 10 კმ-ია.

ცნობისთვის, 2008 წელს ბათუმში გაიმართა პირველი Batumi Raptor Count, რომლის დროსაც დაახლოებით 800,000 მტაცებელი ფრინველის გადაფრენა აღირიცხა. 2012 წლიდან აჭარაში ტარდება ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ფრინველთა კვლევასა და კონსერვაციასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება.8 მაისი 2021, გადამფრენი ფრინველების მსოფლიო დღეა. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება კი ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system