თავში

"ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნონ" - დეკანოზი ილია

"ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნონ" - დეკანოზი ილია
ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნონ - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სასულირო პირი ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნასა და ბავშვთა სახლის მმართველობიდან, მეუფე სპირიდონის წასვლას ეხმაურება. 

"გადაყენებული ეპისკოპოსი სპირიდონი როგორ ხასიათზეა და სახალხო დამცველს თუ შეუშვებს ახალი ხელმძღვანელი ეპისკოპოსი იაკობი? ეს ორი საკითხი მაინტერესებს ახლა. თორემ ერთი შეწვი, მეორე მოხარშეო, გამონათქვამისა არ იყოს, ისეა. მაინც, მთლიანობაში, პუტინოიდი სპირიდონის გადაყენება გარკვეული პროგრესია, ახლა ეპარქიიდან და სინოდიდან ასევე გაუშვან და ფსიქიატრიული შემოწმება დაუნიშნონ, ეს იქნებოდა სამართლიანი", - წერს დეკანოზი ილია.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system