თავში

იმნაძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

იმნაძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს
იმნაძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

ის, რომ თითო-თითო შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რისკების სამართავად მობილიზება და რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. 

,,სამწუხაროდ, კორონა არსად გამქრალა, ჩვენს გვერდით არის ისევ, ვხედავთ რა ხდება მეზობელ სახელმწიფოებში. უნდა ვიყოთ ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვას", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ და დღეს საქართველოში კორონავირუსის თითო შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 810-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 683 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system