თავში

გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსმა ყოველ წუთს იფეთქოს

გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსმა ყოველ წუთს იფეთქოს
გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსმა ყოველ წუთს იფეთქოს

კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენთან არის და შესაძლოა, ყოველ წუთს იფეთქოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ,,ფეისბუქლაივში" განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, სპეციალისტების რეკომენდაციები მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გაითვალისწინონ და ამან ფორმალური სახე არ უნდა მიიღოს. 

,,რიგ შემთხვევებში, ამან მიიღო ფორმალური ხასიათი. კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის, დღეს 9 შემთხვევა გვქონდა, გუშინ იყო ხუთი, ანუ, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით, ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა, ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს. ამიტომ რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და ეს პირველ რიგში ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 995-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system