თავში

გაბეჩავა: გიორგი შაქარაშვილთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა

გაბეჩავა: გიორგი შაქარაშვილთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა
გაბეჩავა: გიორგი შაქარაშვილთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა

ანი გაბეჩავას თქმით, გიორგი შაქარაშვილი რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, თუმცა, კარგი ურთიერთობა მათ არ ქონდათ. "ფორმულასთან" ინტერვიუში გაბეჩავა ამბობს, გიორგი შაქარაშვილი მისმა მეგობარმა, ლიზი ნადირაძემ დაპატიჟა, ასევე გაბეჩავა ჰყვება, რომ დაბადების დღის წინა დღეს შაქარაშვილმა მას მისწერა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system