თავში

"გაბედეს" წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

"გაბედეს" წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს
გაბედეს წევრებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს

მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების წინააღმდეგ მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. აქტივისტებმა მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურას საჩივრით დღეს მიმართეს. მოძრაობის წევრები იმ პირთა დასჯას ითხოვენ, ვინც მათი მტკიცებით, გუშინ, მცხეთის მერიასთან აქციიის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

მათი თქმით, საჩივარს თან დაურთეს დისკი, სადაც დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია. "გაბედეს" წევრები აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გაუგზავნიან. 

საჩივარი ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული. საერთო ჯამში 20-მდე პირზეა საუბარი. აქტივისტები ითხოვენ რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ დაკავებული თანამდებობები და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ისინი ასევე ითხოვენ მცხეთის მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის სადეპუტატო უფლებამოსილების დაუყონებლივ შეწყვეტას. 

„უნდა შეუწყდეს მაჟორიტარის უფლებამოსილება, ვინაიდან მას ჰქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვითონ მისცა დავალება, ჩვენ ასე გაგვსწორებოდნენ გუშინ. ამ ვიდეომასალას ჩვენ გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, გავუგზავნით კადრებს აშშ-ს კონგრესსა და სენატში. მთელი მსოფლიო გაიგებს იმას, თუ როგორ სასტიკად იმეტებენ ეს კრიმინალები ახლაგაზრდებს“ ,- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა, რომელის გუშინდელი აქციის დროს დააკავეს და მოგვიაენებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გუშინ, მცხეთის მცხეთის მერიასთან, მოძრაობა ,,გაბედეს" წევრები მივიდნენ, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა, მათთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხუნდაძე მცხეთაში არ იმყოფებოდა. "გაბედეს" წევრებსა და მცხეთის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც ხუნდაძის მხარდამჭერებთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მათ შორის 4 მოძრაობა ,,გაბედეს" წევრი, ხოლო 3 ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system