თავში

"გაბედეს" წევრებმა სოფიო კილაძის ბიუროსთან აქცია გამართეს - PHOTO

"გაბედეს" წევრებმა სოფიო კილაძის ბიუროსთან აქცია გამართეს
გაბედეს წევრებმა სოფიო კილაძის ბიუროსთან აქცია გამართეს - PHOTO

მოძრაობა "გაბედეს" წევრები ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფიო კილაძის ბიუროსთან აქციას გამართეს. ბიუროსთან აქტივისტები ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი განმარტებით, ჩაფხუტებით მისვლა თავდაცვის მიზნით გადაწყვიტეს, რადგან "ქართული ოცნება" ყველგან კონტრაქციებს ახვედრებს. 

აქციის მონაწილეებს ბიუროს ოფისში შესვლა და დეპუტატთან შეხვედრა სურდათ, რის საშუალებასაც თავდაპირველად ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევდათ, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტები შენობაში შეუშვეს, თუმცა დეპუტატი მათ ადგილზე არ დახვდათ. ბიუროს თანამშრომლის განმარტებით, სოფიო კილაძე მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თავად დაუკავშირდება და შეხვდება. 

 "გაბედეს" წევრების თქმით აქტივისტებს კილაძესთან რამდენიმე შეკითხვა აქვთ, მათ შორის, აინტერესებთ, რატომ არ უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას დეპუტატი. ასევე, რატომ არაფერს ამბობს დეპუტატი, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, თუმცა არაფერს ამბობს, როდესაც მათზე ძალადობენ.

აქტივისტების თქმით, მათ სიმბოლურად თან ჰქონდათ "41 ვერცხლი", რომელსაც ბიუროსთან დატოვებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ კილაძე მათთან შეხვედრაზე უარს იტყოდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system