თავში

გაბუნია: არ ვიცით, პიკია 4 000 თუ შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს

გაბუნია: არ ვიცით, პიკია 4 000 თუ შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს
გაბუნია: არ ვიცით, პიკია 4 000 თუ შემთხვევებმა შეიძლება მოიმატოს

"შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად მზარდია და ვუახლოვდებით 4 000-ს. ჯერ კიდევ არ ვიცით, 4 000 ჩვენთვის პიკია, თუ შეიძლება, რომ კიდევ შემდეგი ზრდაც ვნახოთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიღებულია პრევენციული ზომები და მიმდინარეობს იმაზე საუბარი, თუ რისი გაკეთება შეიძლება კიდევ.

"ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და სასტუმროების მობილიზებაც ხდება. შემდეგი სარეზერვო მოცულობა არის 7 000-მდე გაიზარდოს საწოლფონდი და მაქსიმალური, რაც შეიძლება სისტემამ დიდი დატვირთვით გაიაროს, ეს იქნება 8 000-მდე საწოლი, თუმცა ეს არის მაქსიმალური მობილიზების სქემაში. საქართველომ დამატებითი სივრცეების სახით გამოიყენა სასტუმროები, რაც ძალიან კომფორტული მოდელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, სასტუმროში სერვისი გახდეს მეტად განვითარებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system