თავში

გაბუნიამ გამანადგურა - ნიკა გვარამია

გაბუნიამ გამანადგურა - ნიკა გვარამია
გაბუნიამ გამანადგურა - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მონოლოგის შესახებ პოსტს აქვეყნებს.  

"გაბუნიამ გამანადგურა. საერთოდ არც მახსოვს, ამის შემდეგ რა იყო. მექანიკურად მიმყავდა გადაცემა.  ბოდიში ყველას. ასე ეთერში მოქცევა არ შეიძლება. ბოდიში, რომ ვერ შევძელი თავის შეკავება, რაც თვითონ გაბუნიამ, ზეკლასის წამყვანმა და ადამიანმა, რა თქმა უნდა, შეძლო," - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე. 

ცნობისთვის, გიორგი გაბუნიამ, დედის, ლეგენდარული ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ პირველი სატელევიზიო გადაცემა ემოციური ტექსტით გახსნა.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ქართველი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში, 27 დეკემბერს გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system