თავში

გაჩუმება რომ არ შეიძლება ისეთი მდგომარეობაა - ნანა გეგეჭკორი

გაჩუმება რომ არ შეიძლება ისეთი მდგომარეობაა - ნანა გეგეჭკორი
გაჩუმება რომ არ შეიძლება ისეთი მდგომარეობაა - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკროი საქართველოდან მიღებულ შეტყობინებებს ეხმაურება, რომელსაც მას პაციენტები უგზავნიან კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებით:

"ც რეაქტიული ცილა არ არის არც ერთი ბაქტერიული ინფექციის სპეციფიური მარკერი.

მომატებული ც რეაქტიული ცილა, ბაქტერიული ინფექციის სხვა ნიშნების გარეშე, კატეგორიულად არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება. კოვიდ-19-ის მკურნალობისვის ანტობიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება. კოვიდი ვირუსული დაავადებაა და ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, ინფექციური დაავადებების ანა ბანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ. კოვიდ-19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება და ის ყოველთვის არ ნიშნავს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციას. ც რეაქტიული ცილა გეუბნებათ, სადღაც არის ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის ეტიოლოგიაზე ის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. მომატებულმა ც რეაქტიულმა ცილამ უნდა დაგაფიქროთ ციტოკინური რეაქციის ალბათობაზე. ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს ვისაც კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით დადასტურებული, თანდართული ბაქტერიული ინფექცია აქვთ. მართლა უხერხულია ამაზე საუბარი ვიცი, მაგრამ ისიც აუტანელია რაც ჩემს თავს ხდება. დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს. ძალიან უხერხულია მართლა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, ანტიბიოტიკი მომატებული ც რეაქტიული ცილის გამო დაენიშნათ.

შეგიმჩნევიათ ალბათ რომ არ გამოვირჩევი საჯაროდ ვინმეს მიმართ საყვედურის ტონით, მაგრამ გაჩუმება რომ არ შეიძლება ისეთი მდგომარეობაა ამ მხრივ" - წერს გეგეჭკორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system