თავში

გადაადგილება თვის ბოლომდე შეიზღუდება - მერიის განცხადება

გადაადგილება თვის ბოლომდე შეიზღუდება - მერიის განცხადება
გადაადგილება თვის ბოლომდე შეიზღუდება - მერიის განცხადება

ბაგებში გადასასვლელ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

,,თბილისის მერიის დაკვეთით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ბაგების დასახლებაში გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულებამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო, 9 ოქტომბრიდან მიმდინარე თვის ბოლომდე, ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.

აღნიშნულ პერიოდში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მოქალაქეებს მერიის მიერ დანიშნული მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system