თავში

გადადგომის შესახებ თენგიზ ცერცვაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

გადადგომის შესახებ თენგიზ ცერცვაძე განცხადებას დღეს გააკეთებს
გადადგომის შესახებ თენგიზ ცერცვაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. 

როგორც report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებს 19:00 საათზე შეხვდება. 

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მან განცხადება უკვე დაწერა. 

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს, როგორც ინფექციურ საავდმყოფოში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system