თავში

გადადის თუ არა კორონავირუსი საკვებით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

გადადის თუ არა კორონავირუსი საკვებით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
გადადის თუ არა კორონავირუსი საკვებით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაყინული საკვები პროდუქტით კორონავირუსული ინფექციის გადაცემის ალბათობა არ არსებობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმაარტა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავს ფაქტს არ ადასტურებს და თუ ვითარება შეიცვალა, საქართველოსაც შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ვირუსის გადაცემის გზას უკავშირდება. დღემდე ჩვენი ცოდნა ემყარება იმ მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ მიმართულებით იძლევა. ჩვენ ამაზე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და პასუხი არის ცალსახად უარყოფითი. ინფექციის გადაცემის ამგვარი გზა, გაყინული საკვები პროდუქტით, ან ნებისმიერი სახის საკვები პროდუქტით არ არსებობს. თუ შეიცვალა ეს მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება“,-განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system