თავში

"გადაგვაგდე! გადაგაგდებთ"-აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიასთან სტაფილოები მიიტანეს

"გადაგვაგდე! გადაგაგდებთ"-აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიასთან სტაფილოები მიიტანეს
გადაგვაგდე! გადაგაგდებთ-აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიასთან სტაფილოები მიიტანეს

"გადაგვაგდე! გადაგაგდებთ", ,,არა ოლიგარქიას", ,,ჭორვილიზაცია უნდა დასრულდეს" ,,შეცვალე 20/20-ში" -ამ შეძახილებით ქუთაისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, მესხიშვილის თეატრიდან მერიის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლასაც. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და "ქართული ოცნების' მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის ვითარება ადგილზე განმუხტულია.

აქციის მონაწილეები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ. მათ მერიის შენობის წინ სტაფილოები მიიტანეს, რომლებსაც სიმბოლურად იმ დეპუტატების სახელები აწერია, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ შორის არის ქუთაისის მაჟორიტარი დიმიტრი მხეიძეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system