თავში

"გადაიხადოს 150 ლარი და გაუკეთებთ, ხომ?!" - ანი ქავთარაძე

"გადაიხადოს 150 ლარი და გაუკეთებთ, ხომ?!" - ანი ქავთარაძე
გადაიხადოს 150 ლარი და გაუკეთებთ, ხომ?! - ანი ქავთარაძე

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართავს: 

"როდესაც ქვეყანაში "ომიკრონი" უკონტროლოდ ვრცელდება და ადამიანებს ზუსტად 1 თვეში აღენიშნებათ რეინფიცირება, გირეკავენ და გეკითხებიან, თუ გაუკეთებთ ნიმუშს სექვენირებას. უნდა უპასუხოთ, მობრძანდით ლუგარის ლაბორატორიაში, 150 ლარი გადაიხადეთ და გაგიკეთებთო?!

თუ თავად უნდა იყოთ დაინტერესებული ამაში?!

ანუ ადგეს კოვიდ ინფიცირებული, იმგზავროს, მოვიდეს აეროპორტის გზაზე, გადაიხადოს 150 ლარი (2 ოჯახის წევრია ერთდროულად, ანუ 300 ლარი) და გაუკეთებთ, ხომ?! 

ქვეყანა კი არა, მართლა ბოსელი!

პანდემიის გასაოცარი მართვის მეორე წლის დასასრული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო", - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system