თავში

გადაიხედება თუ არა დაწესებული შეზღუდვები

გადაიხედება თუ არა დაწესებული შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვს, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვები არ გადაიხედება. 

აღნიშნულით ეკატერინე ტიკარაძე ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

„ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდიც და ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს მათ კითხვებს პასუხს.

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system