თავში

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა

გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკაში - რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა

პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია იგეგმება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში, სავარაუდოდ, შაბათს ან კვირას გადაიყვანენ.

ექიმის თქმით, კლინიკაში გადასაყვანად სააკაშვილის თანხმობაა საჭირო. 

"გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ.

ჰოსპიტალიზაცია არ უნდა, მაგრამ ესმის, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგება. დღეს დაახლოებით 2 საათი განვიხილავდით მისი ანალიზების შედეგს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ჰოსპიტალიზაცია თუ შედგება შემდეგ 2 დღეში უფრო კარგია, ვიდრე 3-4 დღეში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system