თავში

"გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს" - ინფექციონისტი

"გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს" - ინფექციონისტი
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ინფექციონისტი

ინფექციონისტ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, კორონავირუსის "დელტა შტამის" გამო გართულებები მოსალოდნელია ბავშვებშიც. 

ექიმის თქმით, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და დაავადების გავრცელების პრევენცია.

"ბოლო პერიოდში გავრცელებულმა დელტა შტამმა აჩვენა, რომ შედარებით ახალგაზრდა, მათ შორის ბავშვებშიც, კი სადაც შედარებით მშვიდად ვიყავით, დღეს გართულებები უფრო მეტად მოსალოდნელია.  დელა შტამმა ამ მხრივ კლინიკურ სექტორს კიდევ უფრო მეტი საზრუნავი გაუჩინა. დღეს მშვიდად ვეღარავინ იქნება და მეტი ყურადღება გვმართებს ყველასთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - დროულ დიაგნოსტიკასა და დაავადების გავრცელების პრევენციას", - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system