თავში

გადასხმა გავუკეთეთ, დღეს კრიზისი გადავიარეთ - მიხეილ სააკაშვილის ექიმი

გადასხმა გავუკეთეთ, დღეს კრიზისი გადავიარეთ - მიხეილ სააკაშვილის ექიმი
გადასხმა გავუკეთეთ, დღეს კრიზისი გადავიარეთ - მიხეილ სააკაშვილის ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 

როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სასჯელაღსრულების დატოვევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხად მიხეილ სააკაშვილის სისხლის ანალიზში ერთ-ერთი პარამეტრი შეცვლილი იყო და ექიმებმა გადასხმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმითვე, მასთან ერთად ციხის ექიმები და რეანომობილის ჯგუფი იმყოფებოდა.

"ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი ამისთვის არაა განკუთვნილი. ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა საავადმყოფოში, სამოქალაქო საავადმყოფოში და არა ციხის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ახლა უკვე ნორმალურია. დღეს კრიზისი გადავიარეთ. უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო... მაგრამ შეიძლება ხვალ ისევ გაუარესდეს. ძალიან დაგვეხმარა ეს რეანომობილი, რეანომობილის ექიმებთან და ციხის ექიმებთან ერთად ჩავატარეთ ეს პროცედურა" - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system