თავში

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. 

როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მეორე დღეა ბათუმში იმყოფება და მსგავსი ინფორმაცია არ აქვს. 

მისივე თქმით, მხოლოდ იმის შესახებ იცის, რომ თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარების ადგილზე გასაცნობად აჭარაში ვიზიტს გეგმავს.

„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ბათუმში ვარ მეორე დღეა და ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს, ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული, დეტალებს ვერ გეტყვით", - აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

report.ge ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. საავადმყოფოში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თავად თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას ტელეფონი გათიშული აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system