თავში

"გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში" -თამარ კორიაული

"გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში" -თამარ კორიაული
გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას საქართველოში -თამარ კორიაული

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს საჰაერო და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და მოგზაურობა. საქართველოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემომსვლელ 54 ქვეყანას კიდევ 10 სახელმწიფო დაემატა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კორიაული ტურიზმის სექტორისთვის მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რაც ხელს შეუწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონში მეტი ტურისტის მოზიდვას საქართველოში.

„ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით საკოორდინაციო საბჭომ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი, იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა დაემატა კიდევ 10 სახელმწიფო და მერე მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რეგულაციების შემსუბუქების მიზნით დღეიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს აღარ მოეთხოვებათ PCR ტესტის წარმოდგენა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის და ოჯახური ჯგუფების ჩამოვლას საქართველოში“, -განაცხადა თამარ კორიაულმა.

ვრცლად რეგულაციები და ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system