თავში

გადაწყვეტილება მიღებულია - სწავლა დასწრებული ფორმით განახლდება

გადაწყვეტილება მიღებულია - სწავლა დასწრებული ფორმით განახლდება
გადაწყვეტილება მიღებულია - სწავლა დასწრებული ფორმით განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა 4 ოქტომბერს დასწრებული ფორმით განახლდება. 

ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან სააღმზრდელო პროცესი აღდგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში.

„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა საჯარო და კერძო სკოლაში 4 ოქტომბრიდან სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. დასწრებით ფორმატში სწავლის გაგრძელება ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ ამას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system