თავში

გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს - თორნიკე მამალაძე

გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს - თორნიკე მამალაძე
გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს - თორნიკე მამალაძე

სინოდის სხდომის პარალელურად საპატრიარქოსთან, გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს. 

თორნიკე მამალაძის თქმით, უკვე ოთხი წელია, რაც მისი ძმა პატრიარქისა და ბიძნა ივანიშვილის ტყვეა. როგორც მამალაძემ report.ge-ს განუცხადა, დეკანოზის  ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მისი შეფასებით საპატრიარქოს და მთავრობას გადაწყვეტილი აქვთ, რომ გიორგი მამალაძე ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს.

"მოვედი, რათა შევახსენო ამ ადამიანებს, რომ 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა პატრიარქისა და ივანიშვილის ტყვეა. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა სინოდზე იმყოფებიან, სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომ უნდა შემდგარიყო კომისია და უნდა ემსჯელათ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, შექმნან და ერთხელ და სამუდამოდ იმსჯელონ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ არ ქმნიან კომისიას გამომდინარე იქედან, რომ იციან კვალი როგორც მთავრობის, ასევე საპატრიარქოს მაღალჩინოსნებზე გავა. აქედან გამომდინარე მათ არ აწყობთ ამ კომისიის შექმნა.

ჩემი ძმა არის პარალიზებული, ორი წელია უკვე, მას მარჯვენა კიდურები აქვს პარალიზებული, არ ეძლევა არანაირი მკურნალობის საშუალება, არც მედიკამენტები, რადგან მთავრობას და საპატრიარქოს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა საბყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს",- განაცხადა თორნიკე მამალაძემ

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში ილია მეორის მოსანახულებლად მიფრინავდა, სადაც პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მას ბერლინში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

თავად დეკანოზი დანაშაულს არ აღიარებს. გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system