თავში

გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანომობილი გადაეცა

გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანომობილი გადაეცა
გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანომობილი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილები საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

მოდერნიზებული რეანომობილების გადაცემას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

„დღევანდელი დღე ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა იაპონიის მთავრობასა და საელჩოს. ახალი რეანიმობილები ოთხ სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება, რის შედეგადაც სამედიცინო მომსახურეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილი პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ავტოპარკის განახლებაზე და ამისთვის დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს 60 ერთეული მანქანის დამატებაცაა დაგეგმილი“,- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ახალი რეანომობილები სამედიცინო ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს .

,,იაპონელი ხალხის მეგობრობის ნიშნად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 მაღალი სტანდარტისა და გამავლობის რეანიმობილი გადმოვეცით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში . როდესაც მწვავდება ქრონიკული დაავადებები განსაკუთრებით დიდი ასაკის ადამიანებში , რეანიმობილები შეამცირებს ლოდინის დროს და შესაბამისად - სიცოცხლის რისკს. იმედი მაქვს, იაპონიის ეს მხარდაჭერა განტვირთავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემას.“- განაცხადა იმამურა აკირამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ წელს განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system