თავში

გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში" - გამყრელიძე

გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში" - გამყრელიძე
გადავაბიჯეთ წითელ ზონაში - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ ოთხფერიანი შუქნიშნის მიხედვით, საქართველო "წითელ ზონაში" გადავიდა. 

„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.~

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 603პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 215 ადამიანს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system