თავში

,,გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე და პასუხი მოვთხოვე" - ხატია სიჭინავა

,,გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე და პასუხი მოვთხოვე" - ხატია სიჭინავა
,,გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე და პასუხი მოვთხოვე - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელის საშუალებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. 

როგორც სიჭინავა აცხადებს, იყო შემთხვევა, როდესაც ფეისბუქ პოსტში მის შვილებსაც შეეხნენ, რის შემდეგაც მან კომენტარის ავტორი მოძებნა.

ნამდვილად უსიამოვნოა იმის წაკითხვა, როცა ვინმე შენზე დაუმსახურებლად წერს ათასგვარ სიბინძურეს.

იყო შემთხვევა, როცა ჩემს შვილებსაც შეეხნენ. გადავირიე, ეს ტიპი მოვძებნე, ვიპოვე. აღმოჩნდა შავი ზღვის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ბიჭი. მოვთხოვე პასუხი, არავინ ჩამირევია, არც მეუღლე.

ჯერ ძალიან გაუკვირდა, რომ საერთოდ მოვიძიე და იყო შეშინებული, ძალიან არაადეკვატური ვიყავი.

მითხრა, რამდენი ჩემნაირიც დაწერს კომენტარს, ყველას უნდა გამოეკიდოო?!

მაშინ მივხვდი, რომ იმიტომ წერენ კომენტარებს, იქნებ როგორმე რამე რეაქცია გამოიწვიონ შენში და ხმა გაგაგონონ. თავიანთ გაუბედურებულ ეგოს ასე იკმაყოფილებენ.

რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, არ აქვს მნიშვნელობა სად და რამდენი წლის იყავი, ვფიქრობ, რომ ქალიც და კაციც, რამდენი წლისაც უნდა იყოს, შემდგარია. რასაც გააკეთებ 15 წლის ასაკში, იგივეს გააკეთებ 25 წლისა.

ის ჩანაწერი სულაც არ იყო ნორმალური, ამ ქვეყანაზე ყოველთვის იქნება ვინმე, ვისაც არ მოეწონები. შეიძლება საერთოდ არ გიცნობდეს მაგრამ უნდა და დაგიწერს. კი უსამართლოა, მაგრამ ასე ხდება. თუ ცნობადი ხარ, მაშინ ამას მიჩვეული უნდა იყო და გავლილი უნდა გქონდეს.

რაც შეეხება გინებას, მესმის, რომ კაცისთვისაც და ქალისთვისაც დედის გინება მძიმე მოსასმენია და სისხლი დუღს, გინდა რომ პასუხი მოსთხოვო, მაგრამ შენ უნდა მოსთხოვო, ვისაც შეურაცხყოფა მოგაყენეს“, - ამბობს სიჭინავა ვიდეომიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system