თავში

,,გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ" - ვის მიმართავს ნიკა გვარამია

,,გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ" - ვის მიმართავს ნიკა გვარამია
,,გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ - ვის მიმართავს ნიკა გვარამია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც პოლიტიკოსების დაპირისპირებას ეხმაურება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართავს.

,,ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას.

ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის - გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი უნებლიედ.ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის ეთერში, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system