თავში

"გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში" - ვის მიმართავს მარინა ეზუგბაია

"გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში" - ვის მიმართავს მარინა ეზუგბაია
გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში - ვის მიმართავს მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობს და ანტივაქსერებს მიმართავს. 

"ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და შეიძლება ამ ინფიცირებული პიროვნების სიცოცხლე სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ კამპანიაში მყოფი ყველა ადამიანის მძიმე ტვირთია.

ჩვენ ყველანი ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ და გააგებინონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამმარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია,"- აცხადებს ეზუგბაია.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ფაქტი დაფიქსირდა.

გარდაიცვალა 43 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3953 ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system