თავში

გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ამას ვერ იგრძნობთ - თენგიზ ცერცვაძე

გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ამას ვერ იგრძნობთ - თენგიზ ცერცვაძე
გაძლევთ პირობას, რომ თქვენ ამას ვერ იგრძნობთ - თენგიზ ცერცვაძე

ინდური შტამის წინააღმდეგ, რამე განსაკუთრებული ზომების მიღება აუცილებელი არაა, უბრალოდ უფრო ზედმიწევნით უნდა დავიცვათ წესები. დანარჩენს სამედიცინო კლინიკური სექტორი გააკეთებს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„გაძლევთ პირობას, რომ პაციენტები და მოსახლეობა იმას, რომ ინდური შტამი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვერ იგრძნობს, თვქენ ამას ვერ იგრძნობთ...

პირველი შთაბეჭდილებებით, ინდური შტამი შესაძლოა, უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ბრიტანული, ასევე უფრო გადამდებია ვიდრე ბრიტანული და უფრო გადამდები ვიდრე სტანდარტული ჩინურ-ევროპული. 

ის ასევე მეტად აზიანებს და შეუძლია დააინფიციროს ბავშვთა და ახალგაზრდა ასაკის პირები, სავარაუდოდ, სადაც ინდური შტამია, იქ ინფექციის გავრცელება უფრო სწრაფია. კლინიკური დაკვირვების საფუძველზე ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ დიახ, ინდური შტამი შეიძლება მიმდინარეობდეს უფრო მძიმედ, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე, ჯანდაცვის სექტორი უნდა იყოს გაცილებით მეტად მობილიზებული, პრევენციული ზომები, პირბადის ტარება და შეკრებებისგან თავშეკავება გაცილებით უფრო მკაცრად უნდა იყოს დაცული" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system