თავში

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაფინანსებას ითხოვენ

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაფინანსებას ითხოვენ
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაფინანსებას ითხოვენ

რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ამის შესახებ ინფორმაციას გაფანტული სკლეროზის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი. 

31 მაისს გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მიზანსაც გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

ღონისძიებას პაციენტები და ექიმი ნევროლოგები დაესწრებიან, რომლებიც შეაფასებენ არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ დროულ დიაგნოსტიკაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფოს შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები პაციენტები დაფინანსების მოლოდინში არიან. 

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროსა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მოწვეულ საზოგადოებას წარუდგენენ ანგარიშს შესაბამისი დაფინანსების პროგრამებისმიმდინარეობასა და შედეგებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system