თავში

"გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნას დავუკმაყოფილებთ" - IDS ბორჯომი

"გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნას დავუკმაყოფილებთ" - IDS ბორჯომი
გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნას დავუკმაყოფილებთ - IDS ბორჯომი

IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება სამწუხაროდ, შეუძლებელია გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის დესტრუქციული ქმედებების გამო, რომელიც უკრძალავს ჩვენს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გვსურს კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს პოზიცია.

ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის - გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ შესახვედრად და მოსალაპარაკებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ. 

აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მათი თქმით, არ დანებდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, გუშინ კომპანიამ ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system