თავში

გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ - გამყრელიძე

გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ - გამყრელიძე
გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე რეგისტრაციის ფანჯარა ისევ გაიხსნა და მოქალაქეებს, რომელთაც განმეორებით აცრა უწევთ, ვაქცინის დაჯავშნა შეუძლიათ. 

„სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ პირველი დოზით მოქალაქეებს ვერ ვცრით. ყველა ადამიანს ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირა, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია ავცრით. ამის შესახებ გუშინ ადამიანებმა, ვინც ვერ აიცრებიან, მიიღეს ჩვენგან SMS შეტყობინება, ბოდიშის სახით. ასევე იმ ადამიანებმა, ვისაც ვცრით, ასევე მიიღეს  შეტყობინება, რომ მათი აცრა ძალაშია.

ასევე დღეს გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, რომ ადამიანებს, რომლებიც არ იყვნენ დარეგისტრირებული „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით აქვთ 10-12 კვირა პირველი აცრიდან გასული, შეუძლიათ თავიანთი აცრები დაჯავშნონ.

რეგისტრაცია „ასტრაზენეკაზე" თბილისში 30 რიცხვიდან 3 შერჩეულ დაწესებულებაში განხორციელდება: ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და იაშვილის საავადმყოფო. მომავალი 2 კვირის განმავლობაში, სადღაც 1800-მდე ადამიანი მიიღებს მეორე დოზას “, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system