თავში

გაიხსნება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნები - გაბუნიას განმარტება

გაიხსნება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნები - გაბუნიას განმარტება
გაიხსნება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნები - გაბუნიას განმარტება

გაიხსნება თუ არა შაბათ-კვირას რესტორნები და კაფე-ბარები - ამ კითხვაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ აპრილი, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრთხილო პერიოდია.

მისივე თქმით, შესაძლოა, რეგულაციების შემსუბუქებაზე, მაისიდან იმსჯელონ.

,,აპრილის ბოლომდე არის რთული პერიოდი, რადგან კორონავირუსს, სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, მაინც აქვს სეზონურობის ნიშნები - წმინდა ფიზიკური კანონებიდან გამომდინარე, როდესაც ოთახი ნიავდება უფრო ინტენსიურად, ანუ ფანჯარა იღება და თავშეყრა შენობის შიგნით არ ხდება და შენობის გარეთ არის აქტივობა გადატანილი, ინფექციის გავრცელების რისკი იკლებს.

მაისიდან, როგორც გრიპის ვირუსი ნაკლებად ცირკულირებს, ასეა მოსალოდნელი, კორონავირუსის შედარებით უფრო ნაკლები ცირკულირება და შეიძლება, ჩვენს თავს მივცეთ მეტი სითამამის უფლება. ჯერჯერობით, ძალიან საფრთხილო პერიოდს გავდივართ აპრილის ბოლომდე, ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system