თავში

"გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან"- რას ჰყვება შაქარაშვილის საქმის მოწმე

"გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან"- რას ჰყვება შაქარაშვილის საქმის მოწმე
გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან- რას ჰყვება შაქარაშვილის საქმის მოწმე

19 ივნისის ღამეს მცხეთის აგარაკზე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგონა ჩვენებაში ჰყვება, რომ იუბილარის დარწმუნებას ცდილობდა კონფლიქტის შემდეგ, რათა ისინი წასულიყვნენ ლისზე, მათივე მეგობრის საცხოვრებელ სახლში.

ამ დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მცხეთის გზატკეცილზე მოხდა დაპირისპირება.

"თბილისი მოლთან" არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც. მე ვცდილობდი მის დაწყნარებას და ვთხოვდი, რომ გამოგვყოლოდა მე და ირაკლი წაქაძეს ამ უკანასკნელის სახლში. ანი დამთანხმდა და წავედით ლისის ტბის მიმართულებით. ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცხოებმა სცემეს.

ამის შემდეგ, ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით რადგან ბიჭებს ენახათ ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთანაც ერთად მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

უბანში როდესაც დავბრუნდით, ვნახე, რომ კონსტანტინე ღიბრაძე უკვე უბანში იმყოფებოდა და ჩემთვის უცნობ პირებთან ერთად იჯდა ვიღაცის მანქანაში. აღნიშნული მანქანა მოუახლოვდა ჩვენს მანქანას, საიდანაც კონსტანტინემ შემოგვძახა, რომ მიდიოდა ჩვენი ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად , მაგრამ თუ სად იყვნენ და ვინ ცემა, მას არ უთქვამს, ვინაიდან მაშინვე დაიძრა აღნიშნული მანქანა. დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა.

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩემს მეგობრებს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან.

მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყვე რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო.

როგორც შემდგომ გავიგე, ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზაზე სცემეს ანის მეგობრებმა. ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ქათამაძე როდესაც სცემეს, მან მიიღო სხეულის დაზიანებები, რის გამოც მიმართა სამედიცინო დაწესებულებას დახმარების აღმოჩენის მიზნით,"- აღნიშნულია მოწმის ჩვენებაში, რომელსაც "კურიერი" ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system