თავში

გაიცემა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე რეკომენდაცია?

გაიცემა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე რეკომენდაცია?
გაიცემა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე რეკომენდაცია?

გაიცემა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე რეკომენდაცია?-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი განმარტავს, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს ძალიან დიდი სიფრთხილით. ამირან გამყრელიძის თქმით აუცილებელია რომ ამასთან დაკავშირებით მოხდეს მთავრობის სხდომაზე მსჯელობა.

„როგორც იცით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოდგენილია საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც გახლავთ უმაღლესი ორგანო ამ პროცესების კოორდინირებისა ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და იქ მუდმივად მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, გახლავთ მობილობის ყველაზე უფრო დიდი მოცულობით გაფართოება ქვეყანაში, რაც გარკვეული მომატებული რისკია ინფექციის ზრდისა. ამიტომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ამას მიეძღვნება ცალკე მთავრობის სხდომა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მინიმალური დატვირთვით მუშაობას გულისხმობს.

"მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას ტრასნსპორტში და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system