თავში

გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ

გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში
გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაიზარდა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ.

პრემიერის განცხადებით, ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება. 

"საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით პირველი მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაწესებული შეზუდვების შემსუბუქება 25 თებერვლიდან იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system