თავში

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო რეჟიმი?

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო რეჟიმი?
გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო რეჟიმი?

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზანშეწონილობაზე აქტიური მსჯელობა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად დაიწყება, გადაწყვეტილება კი ორი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება,-ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით დღეს ამ საკითხზე მსჯელობა საწყის ეტაპზეა.

„ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის იმიტომ, რომ ვადა ჯერ კიდევ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, აქვს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ, უკვე სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები, იმისდა მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო იმისთვის, რომ სწორედ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აქ, რა თქმა უნდა, მხედველობაში ასევე იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც. თუ ყველა უმკაცრესად იცავს წესებს, რომელიც არის გამოცხადებული, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუკი წესებს იცავს საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. მაგრამ ეს დღეს მხოლოდ არის ვარაუდები, სპეკულაციები. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system