თავში

გახარია: 112 განსხვავებული სისტემით იმუშავებს და ხარისხი გაიზრდება

გახარია: 112 განსხვავებული სისტემით იმუშავებს და ხარისხი გაიზრდება
გახარია: 112 განსხვავებული სისტემით იმუშავებს და ხარისხი გაიზრდება

112-ის მუშაობის ხარისხი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, იგეგმება 112-ის მუშაობის სისტემის ცვლილება, რის შედეგადაც მუშაობის ხარისხის გაზრდება, რასაც დაახლოებით 1 კვირა დაჭირდება.

„112 -ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი, ეს არის რეალობა. ჩვენ ამ ზარების დივერსიფიცირება მოვახდინეთ და ეს ზარები რეგიონული და დარგობრივი თვალსაზრისით გადანაწილდება სხვადასხვა „ქოლ“ ცენტრში, ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ყოველდღიურად 112-ის მუშაობის ხარისხი უფრო და უფრო გაიზრდება. ამას დაჭირდება დაახლოებით 1 კვირა, რომ არანაირი ხარვეზი არ დარჩეს“,-განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system