თავში

გახარია: გამოვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი

გახარია: გამოვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი
გახარია: გამოვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი

ჩვენ გამოვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პროგრამიას მიზანია 2-თვიანი შეზღუდვების მაქსიმალური ეფექტურობა. მისივე თქმით, ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. 

„მოგეხსენებათ, რომ გამოვაცხადეთ ორთვიანი წერტილოვანი მიზნობრივი შეზღუდვების კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპი. მინდა გითხრათ, რომ ამავდროულად ჩვენ ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაიკეთონ, გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი - შეზღუდვების ორთვიანი გეგმა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system