თავში

გახარია: მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, ჩამოტვირთონ ეს აპლიკაცია

გახარია: მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, ჩამოტვირთონ ეს აპლიკაცია
გახარია: მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, ჩამოტვირთონ ეს აპლიკაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი აპლიკაცია, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფი დადგენის პროცესში ერთ-ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა. მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system