თავში

გახარია: მუნიციპალიტეტების გასასვლელებში სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები შეიქმნება

გახარია: მუნიციპალიტეტების გასასვლელებში სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები შე
გახარია: მუნიციპალიტეტების გასასვლელებში სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აუცილებელია აკრძალვების ზედმიწევნით შესრულება და სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვის აუცილებლობა. 

გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყონ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენონ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების შესაბამისად გადაადგილების კონტროლის მიზნით, კონკრეტული მუნიციპალიტეტების გასასვლელებში, სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები შეიქმნება, ასევე მკაცრად გაკონტროლდება სავაჭრო ობიექტების დადგენილი წესის შესაბამისად ფუნქციონირება და ის ობიექტები, რომელთა საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეზღუდულია.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ შეუქმნან საფრთხე როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

მთავრობის მეთაურმა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გამართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system