თავში

გახარია: საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება

გახარია: საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება
გახარია: საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება

საბანკო დავალიანების მქონე პირებს, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა ერთობლივად მიიღეს.

შეხვედრა გიორგი გახარიასა და ბანკების ხელმძღვანელებს შორის მთავრობის გუშინ გაიმართა.

"მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს თითოეულ ბავშვზე 200-ლარიანი დახმარების გაცემას. თუმცა აქ იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოციალური დანარიცხი არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიმართლი საბანკო ვალდებულებების დასაფარად. რაც იმას ნიშნავს, ეს თანხები არ იქნება მიმართული სესხის დასაფარად და ბანკი ავტომატურად ამ თანხას ჩვენს მოაქალაქეებს ვერ ჩამოაჭრის. ისევე, როგორც, კანონმდებლობის შესაბამისად არცერთი სხვა სააღსრულებო ღონისძება ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება. მოგეხსენებათ, 15 სექტემბერს სწავლა იწყება და ეს თანხები მნიშვნელოვანია მშობლებისთვის" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system