თავში

გახარია: საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების მაჩვენებელი ევროპაში

გახარია: საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების
გახარია:  საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების მაჩვენებელი ევროპაში

2024 წლისთვის საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების მაჩვენებელი  ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, გაზიფიცირების 3 წლიან  გეგმაზე მოთხოვნა დიდია და ეს გეგმა კიდევ 3 წლით, 2024 წლამდე უნდა გაგრძელდეს. 

"ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც სრულდება 2021 წელს. ჩვენ ბევრი ვიზიტების შემდგომ რეგიონებში ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, განვიხილოთ და დავამტკიცოთ გაზიფიცირების შემდგომი სამწლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გაზიფიცირების მაჩვენებელი ევროპაში - დაახლოებით 90%", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system