თავში

გახარია: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

გახარია: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება
გახარია: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება და ინფიცირების შემთხვევები იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  

გახარიას თქმით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ.

"მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, განსაკუთრებით ეს აშკარაა ევროპაში. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ყველას მოგეხსენებათ, ამავე დროს, ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში. სულ მალე, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, გლობალური ეპიდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენონ. მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცავთ წესები, ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system