თავში

გახარია: პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია

გახარია: პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია
გახარია: პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია, იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა ებრძვით გლობალურ პანდემიას.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. ესენი არიან პირველ რიგში, ჩვენი ხანდაზმულები. ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენი მოქალაქეები არიან მძიმე მდგომარეობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათზე ვიზრუნოთ. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარებაზე, ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ეს არის შესაძლებლობა, ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე. ამიტომ, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა პანდემიას ვერ დაამარცხებს. უაღრესად სამწუხაროა, რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრები სულ უფრო და უფრო შევამციროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა1,262 პაციენტი და საერთო რაოდენობა 12 370-ს შეადგენს. ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system