თავში

გახარიას მოწოდება მოქალაქეებს

გახარიას მოწოდება მოქალაქეებს
გახარიას მოწოდება მოქალაქეებს

,,დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისა და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

„მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს და თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.

დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ისინი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system