თავში

გახარია მოსკოვის კაცია, ეკლესიას ებრძოდა - მეუფე იაკობი

გახარია მოსკოვის კაცია, ეკლესიას ებრძოდა - მეუფე იაკობი
გახარია მოსკოვის კაცია, ეკლესიას ებრძოდა - მეუფე იაკობი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია "მოსკოვის კაცია".

"მე ადრე გავაკეთე განცხადება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებისგან ითხოვდა მღვდლებზე და ზოგადად სასულიერო პირებზე შეეგროვებინათ კომპრომატები", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, უცდია თუ არა მას გახარიასთან შეხვედრა, მეუფე აცხადებს, რომ ამის სურვილი არ ჰქონია.

"მასთან შეხვედრა არასდროს მსურდა იმის გამო, რასაც აკეთებდა. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეკლესიას ებრძოდა. ალბათ გუნდმა ერსაც უნდა მოუხადოს ბოდიში, რომ ასეთი კაცი გაეპარათ და ჰყავდათ გუნდში", - განაცხადა მეუფე იაკობმა "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system