თავში

გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ - პაატა იმნაძე

გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ - პაატა იმნაძე
გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ - პაატა იმნაძე

მთავარი ამოცანა არის ახლა ის, რომ არა შემცირდეს, არამდე დასტაბილურდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ის თვითონაც გაკვირვებულია თუ როგორ ვუძლებთ ასეთ დატვირთვას.  

"რაც არ უნდა მოგვენდომებინა, ზამთარის აცილებას ვერც მე და ვერც გამყრელიძე ვერ შევძლებდით. ჩემი აზრით, ჯობდა ეს აკრძალვები ყოფილიყო უფრო მასიური და ხანგრძლივი. ძნელია თითოეულ გარდაცვლილზე ლაპარაკი, როდესაც ჩემი შვილის ტოლა ახალგაზრდებია გარდაცვლილი. 

ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავთ, როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა? დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია გარდაცვლილი. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა. თვითონ გაკვირვებული ვარ, ასეთ დატვირთვას, რომ ასე ვუძლებთ. მთელი ზაფხული ვამბობდით, რომ კორონა არსად არ წასულა," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system