თავში

გაქვთ დრო მაქსიმუმ ხვალ დილამდე, გადადგეს ღარიბაშვილი - ვახო სანაია

გაქვთ დრო მაქსიმუმ ხვალ დილამდე, გადადგეს ღარიბაშვილი - ვახო სანაია
გაქვთ დრო მაქსიმუმ ხვალ დილამდე, გადადგეს ღარიბაშვილი - ვახო სანაია

"ბატონო ბიძინა, თქვენ არა გაქვთ ბევრი დრო. მაქსიმუმ ხვალ დილამდე, თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს. და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა", - ჟურნალისტმა ვახო სანაიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარმოამდგენლებს მიმართა. 

მან ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და საპატრიარქოს დააკისრა. 

"რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიებული ძალები, რომლებიც არიან შეთამაშებული და თანამშრომლობაში საქართველოს მთავრობასთან, უნდა დაისაჯონ. ჩვენ არ ვართ 53-ნი მხოლოდ, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ", - თქვა ვახო სანაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system